იაპონიის ახალმა პრემიერმა იოშიჰიდე სუგამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს მთავრობიდან მინისტრების დაახლოებით ნახევარმა თანამდებობები შეინარჩუნა.
„როიტერსი“ წერს, რომ თანამდებობაზე რჩებიან ფინანსთა მინისტრი ტარო ასო და საგარეო საქმეთა მინისტრი მოტეგი ტოშიმიცუ.
შეგახსენებთ, იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრად დღეს აირჩიეს. მისმა წინამორბედმა შინზო აბემ თანამდებობა გასულ თვეს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.