იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ იაპონიის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "სრულიად მიუღებელია". მისი თქმით რუსეთის შეჭრა უკრაინაში საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული. კიშიდა ამბობს რომ იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი. რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის ფუმიო კიშიდა, ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.