იაპონია დღეს პარლამენტს დაითხოვს, რაც ქვეყანაში მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობაა.
„მინდა, არჩევნები გამოვიყენო იმისთვის, რომ ხალხს ვუთხრა, რის გაკეთებას ვცდილობთ და რა არის ჩვენი მიზანი. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა დაღლას არ ვგრძნობ,“- განაცხადა იაპონიის ახალმა პემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველებისთვის უმთავრესი გამოწვევა პანდემიის დასრულება და ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა. იაპონიაში არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.