იაპონიის ხელისუფლება გეგმავს 500 მილიარდი იენის ანუ 4 მილიარდი 700 მილიონი დოლარის გამოყოფას კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინელი ტურისტების არყოლის გამო ყველაზე მეტად ზარალდებიან - ამის შესახებ იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.როგორც მანამდე გახდა ცნობილი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იაპონიასა და კონტინენტურ ჩინეთს შორის ფრენები 80%-ით შემცირდა.თავად იაპონიაში კი კორონავირუსით დაინფიცირების ათას 056 შემთხვევაა გამოვლენილი. 60 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მსხვერპლის რაოდენობა კი არ შეცვლილა და ის კვლავ 12-ია.