85 წლის იაპონიის იმპერატორი აჰიკიტო ტახტს დღეს ოფიციალურად დატოვებს. შესაბამისად, ქვეყნის ახალი იმპერატორი აჰიკიტოს უფროსი შვილი, 59 წლის ნარუჰიტო გახდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში აჰიკიტო პირველი იმპერატორია, რომელმაც ტახტი ნებაყოფლობით დატოვა. ამასთანავე მან ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, რის მიზეზადაც საკუთარი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქიაა და იმპორატორს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. ოფიციალური შეხვედრების გარდა იმპერატორი ასევე მონაწილეობას იღებს რელიგიური ცერემონიალების შესრულებაშიც.