იაპონიის დატოვებისას ტურისტებს თანხის გადახდა მოუწევთ. მოსაკრებლის ოდენობა ათასი იენი იქნება, რაც დღევანდელი კურსით 13 ამერიკული დოლარის ტოლფასია. მოსაკრებლის ამოღება საავიაციო და სამოგზაურო კომპანიების მხრიდან, ქვეყნიდან ტურისტების გამგზავრებისას მოხდება. აღსანიშნავია, რომ გადასახადი არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებიან ან ქვეყანაში მხოლოდ 24 სათით იმყოფებიან. ასევე, 2 წლამდე ბავშვებს და კრუიზში მონაწილე უცხოელებს, რომლთაც მაგალითად, უამინდობის გამო უწევთ თავის შეფარება.
როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, გადასახადი მნიშვნელოვნად წაადგება იაპონიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ამით ის ყველაზე მიმზიდველი ტურისტრული ქვეყანა გახდება.