იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად 26 ადამიანი დაშავდა ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა და დროებით თავშესაფარში გადასულიყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი 14 კილომეტრის სიღრმეზე იყო და მან ცუნამის საშიშროება გამოიწვია - აღნიშნული ინფორმაცია იაპონიის მეტეოროლოგიურმა ცენტრა გაავრცელა. მიწისძვრას სერიოზული ინფრასტრუქტურული ზარალი არ გამოუწვევია, თუმცა 10 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მოსახლეობა ნელ-ნელა უბრუნდება საკუთარ საცხოვრებლებს.