21:00
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
იაპონიაში ვალტერ ბოტასმა მოიგო
14-10-2019

იაპონიის დიდი პრიზის რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო და „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდს, კონსტრუქტორთა ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსე ტიტული გაუნაღდა. ამასთან, შტუტგარტელები მეექვსედაც დუბლით იმარჯვებენ - ამ სეზონში პილოტებს შორის ჩემპიონიც, წინა ხუთი სეზონის მსგავსად, მათი წევრი გახდება. იაპონური ეტაპის შემდეგ, „მერსედესმა“ უახლოეს მდევარ „ფერარის“ 177 ქულით გაასწრო, დარჩენილ ოთხ რბოლაში კი მაქსიმუმ 176 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი, რაც სამქიმიანებს მიუწვდომელს ხდის. 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები