იაპონიის პრეფექტურამ გუნმაში, უპილოტო სამგზავრო ავტობუსების ტესტირება დაიწყო. მსგავსი საველე ტესტირებები იაპონიაში პირველად ტარდება.ამ მომენტისთვის ავტობუსების გავლის მანძილი მხოლოდ 1 კილომეტრია, ხოლო თავად ავტობუსები 20 კილომეტრ/საათის სიჩქარით გადაადგილდებიან. სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ლაზერული სენსორებით, მრავალი კამერით და შესაბამისი მოწყობილობით, რომელიც ავტომატურად აჩქარებს, ამუხრუჭებს და მოხვევის მანევრს აკეთებს. ამასთან, ავტობუსი უშეცდომოდ აღიქვამს შუქნიშნის განლაგებას და მის მდებარეობას სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან.გავრცელებული ინფორმაციით, ტესტირება მარტამდე გაგრძელდება, ხოლო მისი რეალურ პირობებში გამოყენება 2020 წლიდან იგეგმება.