იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კიუშუს რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Japantoday ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპული 49 ადამიანიდან 14 მდინარე კუმას სიახლოვეს მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ბინადარი იყო. სტიქიით გამო რეგიონში 1.22 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცეს.
შეგახსენებთ, ძლიერი წვიმა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს.