იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, 20 ადამიანი დაკარგულია. იაპონური მედიის ცნობით, 110 000-ზე მეტი ადამიანი სამაშველო ოპერაციებშია ჩართული. პოლიციელები, მეხანძრეები, სანაპირო დაცვის წევრები და სამხედროები სტიქიის ზონებში დარჩენილების გადარჩენას ცდილობენ.
ტაიფუნი იაპონიას გასულ უქმეებზე დატყდა თავს, ქარის სიჩქარემ საათში 225 კილომეტრს მიაღწია. მნიშვნელოვნად დაზარალდა დედაქალაქი ტოკიო, სადაც სტიქიის გამო რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გადაიდო. ამჟამად ტაიფუნი შესუსტებულია. ტოკიოში ქარი აღარ ქრის, თუმცა, ნალექი კვლავ შენარჩუნებულია.