იაპონიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, იაპონის მოქალაქე სრულწლოვნად ჩაითვლება 18 წლის შესრულების შემდეგ. აქამდე, პირი სრულწლოვნად მხოლოდ 20 წლის ასაკიდან მიიჩნეოდა. მიუხედავად ცვლილებისა, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 20 წლამდე პირებს ალკოჰოლური სასმელის შეძენის უფლება არ აქვთ.
ახალი კანონი 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებს საშუალებას აძლევს, აიღონ საკრედიტო ბარათები, სესხები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 10 წლის ვადით (5 წლის ნაცვლად), ასევე, შეეძლებათ დაქორწინება მშობელთა თანხმობის გარეშე. აქამდე მოქმედი კანონით, ბიჭებს 18, გოგოებს კი 16 წლიდან 20 წლამდე შეეძლოთ დაოჯახება მხოლოდ მშობელთა თანხმობით.