20:07
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება
14-10-2019

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატგი გრძელდება, სადაც ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩები იმართება. ბოლო სათამაშო დღეს სამი ამტჩი გაიმართა. აშშ-სა და ტონგას მატჩი მოულოდნელად დაიწყო, სადაც ამერიკელებმა პირველი ტაიმი 12-7 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევრიდან ტონგელები ძალიან გააქტიურდნენ და საბოლოოდ მეტოქე 31-19 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ტონგამ მიმდნარე ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო, აშშ კი სახლში 4 მარცხით გაემგზავრა.

მარტივად მოიგო ჩვენი ჯგუფის ლიდერმა, უელსის ნაკრებმა თავისი შეხვედრა, სადაც ურუგვაის დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში ბრძოლა გაიმართა, რომელიც უელსელების გამარჯვებით 7-6 დასრულდა, მეორე ნახევრიდან კი ბრიტანელებმა თავიანთი საუკეთესო თამაში აჩვენეს და საბოლოოდ 35-13 მოიგეს. უელსი 4დან 4 მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ურუგვაი მეხუთე პოზიციას დასჯერდა და საქართველოს ნაკრებს 1 ქულით ჩამორჩა.
დღის ყველაზე საინტერესო მატჩი, მასპინძელ იაპონიასა და შოტლანდიას შორის შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას მომდევნო ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად განაღდებული ჰქონდა და ისედაც, შოტლანდია ფავორიტად მიიჩნეოდა, როგორც მასპინძლებმა, თავიანთ სტილში  ბევრი იბრძოლეს და საბოლოოდ ჯგუფში პირველი ადგილი დაუმარცხებლად დაიკავეს. იაპონიამ შოტლანდიას 28-21 სძლია და მეორე ადგილოსან ირლანდიას 3 ქულით გაუსწრო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები