იაპონიაში კოკისპირული წვიმის გამო 800 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ კაგოსიმას 594 ათასი მცხოვრების სასწრაფო ევაკუაციის განკარგულება გასცა.
იაპონიის სამხრეთში კუნძულ კიუსიუს ამ რეგიონში კოკისპირულად წვიმს. საფრთხის დონე ხუთი შესაძლებლიდან მეოთხემდეა აწეული. მოსახლეობას მოუწოდეს, არ დაელოდონ განგაშის სიგნალს, დროულად დატოვონ სახლები და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ.
სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, ევაკუაცია შეეხება ქალაქ კირისიმას 125 ათას მცხოვრებს და ქალაქ აირას 77 ათას მცხოვრებსაც.