02:05
28 მაისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება
10-07-2018

იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს ოთხი ქართული ლაბორატორია დაემატა, რაც იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. კერძოდ, იაპონურმა მხარემ „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“ ჩამონათვალში: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, „შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+“ შეიყვანა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში  განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც დამატებით ხარჯებსა და პროცედურულ სირთულეებთან  იყო დაკავშირებული.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით იაპონიაში საქართველოდან  ექსპორტირებულია 130 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 200%-ით  აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები