40 წლის ქალს, რომელიც იაპონიაში ტურისტების ავტობუსში გიდად მუშაობს, კორონავირუსი მეორედ დაუდგინდა. მან ყელისა და წელის არეში ტკივილის გამო საავადმყოფოს მიმართა, სადაც ვირუსი დაუდასტურდა. ქალს პირველად კორონავირუსი 29 იანვარს დაუდგინდა და გამოჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან 1 თებერვალს გაწერეს. ქალი ოსაკას მკვიდრია.
ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ იაპონიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაციენტს საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, კორონავირუსი მეორედ დაუდგინდა.