იაპონიაში ძლიერი შტორმის გამო 400 000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს. ტროპიკულმა შტორმმა იაპონიაში ასობით ავიარეისის და სარკინიგზო რეისის გაუქმება გამოიწვია. ამჟამად ქარიშხალი ჩრდილოდასავლეთ რეგიონებისკენ მიემართება. ქარის სიჩქარემ საათში 108 კილომეტრში შეადგინა. მოსალოდნელია ქარიშხლის გაძლიერება. ასევე უხვი ნალექიც.
"მოვუწოდებთ სტიქიის ზონებში მცხოვრებ აადამიანებს, თავი აარიდონ გარეთ გასვლას და მოემზადონ ევაკუაციისთვის, თუ ეს საჭირო გახდება", - განაცხადეს იაპონიის მთავრობაში.
ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში სატრანსპორტო მიმოსბლა შეფერხებულია. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.