"იაპონიაში ტროპიკული შტორმის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" იაპონურ ტელეკომპანია NHK-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ტროპიკულმა შტორმმა "კროსამ" ჰიროსიმასთან ახლოს მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია და ამჟამად ჩრდილოეთისკენ მიემართება.
სტიქიის გამო ევაკუირებულია 400 000-ზე მეტი ადამიანი, გაუქმდა 800-მდე ავიარეისი, შეჩერებულია სარკინიგზო მომსახურებაც.