იაპონიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
Reuters-ის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მოსახლეობის ნაწილი იზოლაციაშია მოქცეული, 10 000-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიიგატასა და გუნმას პრეფექტურებში, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში თოვლის სიმაღლემ დაახლოებით 2 მეტრს მიაღწია.
შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შესაბამისი მინისტრები და სამსახურები დღეს საგანგებო სხდომას გამართავენ, რომელსაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგაც დაესწრება.