იაპონიაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. რამდენიმე რაიონში თოვლმა 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. დაბალი ტემპერატურის გამო გზები გაიყინა, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. ქუჩებში სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. საჭიროების შემთხვევაში კი მოსახლეობას ეხმარება.