
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იაპონიაში დეკემბერში დეფლაცია 2020 წლის მაქსიმუმზე იყო
26-01-2021
იაპონიაში სამომხმარებლო ფასებმა დეკემბერში 1,2%-ით, ერთი თვით ადრე კი 0,9%-ით იკლო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრო ავრცელებს.
Trading Economics-ს ცნობით, ფასების კლება იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ის ყველაზე დიდი კლებაა 2010 წლის აპრილის შემდეგ. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, COVID-19 პანდემია აგრძელებს ნეგატიური გავლენის მოხდენას სამომხმარებლო ბაზარზე.
რაც შეეხება ცალკეულ სექტორებს, საკვებ პროდუქტებზე ფასი 0,8%-ით შემცირდა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მომსახურება -1,3%-ით, კომუნალური მომსახურების ფასები - 6,1%-ით, ხოლო საგანმანათლებლო მომსახურების - 2,2%-ით შემცირდა.
AutoPlay

TBC Capital: 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4%-ით გაიზრდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ

1 წელში ფულის მასა ეკონომიკაში 20%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ

აღდგება თუ არა ეკონომიკა 2021 წელს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ

კომპანიებისთვის სამუშაო საათების აღრიცხვა სავალდებულო გახდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ

ერთ წლამდე იპოთეკური სესხები 22.96%-მდე გაძვირდა - როგორია საპროცენტო განაკვეთი ვადიანობის მიხედვით
გამოქვეყნდა 20 საათის წინ

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ