იაპონიას ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. დედაქალაქ ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიებზე სანაპიროებზე ტაიფუნის შედეგად უზარმაზარი ტალღები წარმოიქმნა.
სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ტალღები და წვიმა ხვალამდე შენარჩუნდება და ცალკეულ ადგილებში უფრო ინტენსიურიც გახდება.
სტიქიის გამო, ინგლისსა და საფრანგეთს შორის რაგბის მატჩი გადაიდო. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შოტლანდია-იაპონიის თამაში კვირას გეგმისამებრ ჩატარდება და ტაიფუნი მათ ხელს აღარ შეუშლის.
ტაიფუნი "ჰაგიბისი" ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რაც წელს იაპონიაში ყოფილა.