2021 წელს იაპონიაში ზღვის პროდუქტების მოპოვების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ მოწმობს მონაცემები, რომელიც დღეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს იაპონიამ 1,4%-ით ნაკლები ზღვის პროდუქტი აწარმოა, ვიდრე წინა წელს. საუბარია, 4,2 მლნ ტონაზე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1956 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან რა დროიდანაც მიმდინარეობს ამ ტიპის სტატისტიკის წარმოება.
ამავე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად კლება შეეხო საირას და კალმარის მოპოვებას - ეს ტენდენცია ბოლო წლებია ფიქსირდება. იაპონიის უწყებაში თვლიან, რომ ეს მეტწილად დაკავშირებულია ეკოსისტემის და კლიმატის ცვლილებასთან.