იაპონია კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შეზღუდვების შემსუბუქება ოქტომბრიდან დაიწყება და იმ მოქალაქეებს შეეხებათ, ვინც იაპონიაში 3 თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებენ, მათ შორის სტუდენტებსა და მედიკოსებს. სიახლე არ ეხებათ ტურისტებს.
გარდა ამისა, ქვეყანაში დღეში 1 000-ზე მეტი ადამიანის შესვლა ნებადართული არ იქნება.
იაპონიამ სტუდენტებისა და ბიზნესმენებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები ივლისის ბოლოდან 7 ქვეყანასთან გააუქმა. ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 80 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 1 519 ადამიანი.