იაპონია, ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, დედაქალაქ ტოკიოსა და კუნძულ ოკინავაზე საგანგებო სიტუაციას აგვისტოს ბოლომდე ახანგრძლივებს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, იაპონიის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც საიტამას, კანაგავას, ჩიბასა და ოსაკას პრეფექტურებში ორშაბათიდან 31 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს.
ცნობისათვის, 29 ივლისს იაპონიაში კორონავირუსის 10 687 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, აქედან 3 865 შემთხვევა დედაქალაქ ტოკიოში გამოვლინდა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადას მასპინძლობს და სადაც ზედიზედ რამდენიმე დღეა ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა ფიქსირდება.