იაპონია მუშახელის დეფიციტს განიცდის. გასულ წელს ქვეყანაში საშუალოდ 161 სამუშაო ვაკანსიაზე 100 სამუშაოს მაძიებელი მოდიოდა. მსოფლიოს რიგით მე-3 ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ერის დაბერებაა. შრომის სამინისტროს მონაცემებით, სამუშაოსა და მუშახელს შორის თანაფარდობა ყველაზე მაღალი 2018 წლის დეკემბერში იყო. კერძოდ, დეკემბერში 163 ადგილზე 100 ადამიანი მოდიოდა.
ეს პრობლემა იაპონიაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს, რაც ერის დაბერებასთან ერთად შობადობის დაბალი მაჩვენებლით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2.4% იყო.