იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმავს აკრძალოს ჩინური კომპანია "ჰუავეის" ტექნიკის შესყიდვები, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოფიციალურმა პეკინმა უპასუხა და შეშფოთება გამოთქვა. შეგახსენებთ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის ფინანსური დირექტორი, 46 წლის მენ ვანჩჟოუ 1 დეკემბერს კანადაში დააკავეს და მის აშშ-ში ექსტრადირებას აპირებენ. დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია ჰუავეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ამასთან, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს აქვთ ეჭვი, რომ ჰუავეის პეკინი ჯაშუშობისთვის იყენებს.