იაპონიისა და ქუვეითის ხელისუფლება სამხრეთ იაპონურ კუნძულზე კიუსიუზე ნავთობის საცავს შექმნიან. საკითხზე ქვეყნებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. The Japan News-ს ცნობით, აღნიშნული საცავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები სანავთობო კრიზისის შემთხვევაში მომარაგდებიან. სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნება 500 ათასი კილოლიტრი მოცულობის რეზერვუარი.
ჩვეულებრივ დროს მის გამოყენებას შეძლებს ქუვეითის სახელმწფიო სანავთობო კომპანია საკუთარი საექსპორტო მიწოდებებისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება სანავთობო კრიზისი, საცავში არსებული ნავთობი მთლიანად მოხმარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, რომლებსაც ამ დროისთვის არ გააჩნიათ ნავთობის საკმარისი მარაგები.
წინასწარი გათვლებით საჭიროების შემთხვევაში ეს ბაზა ამ ქვეყნების ნავთობით მომარაგებას ათი წლის განმავლობაში შეძლებს.