წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი 44 624-ით მეტმა ადამიანმა აიღო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ბიომეტრული პასპორტი 83 042 მოქალაქემ აიღო, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში იანვრიდან 1-ელ აპრილამდე 38 418 ბიომეტრული პასპორტი გაიცა.
საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ ბიომეტრული პასპორტით შეუძლიათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე ბიომეტრულ პასპორტს ფლობს.