2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 9,8%-ით გაძვირდა ხილი და ყურძენი, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასმა 5,3%-ით მოიმატა, 3%-ით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი, ხოლო შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე ფასები 1%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, იანვარში წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეებისა და წყალმომარაგების და საცხოვრებელთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებზე. ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქვეჯგუფში - შემცირდა.