2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 519 მილიონ 790 ათასი ლარით, ანუ 1.10 პროცენტით შემცირდა და 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 46 მილიარდ 660 მილიონი ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5 მილიარდ 850 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.54 პროცენტია.