06:48
22 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა
13-02-2020

2020 წლის იანვარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 74 ათას 700 ტონა შეადგინა, რაც 3 ათას 700 ტონით, ანუ 4,7%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მათ შორის, 2020 წლის იანვარში ბენზინის საწვავის იმპორტმა  42 ათასი, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32 ათას 600 ტონა შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით, იანვარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 23 ათას 200 ტონა,  რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს.

მას მოსდევს რუმინეთი  - 22 ათას 300 ტონით, მე-3 ადგილზეა - თურქმენეთი - 10 ათას 600 ტონით; მას მოსდევს ბულგარეთი, საიდანაც, 8 ათას 500 ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, ხოლო შემდეგ მოდიან: თურქეთი და  საბერძნეთი, შესაბამისად,  3 ათას 700 და 3 ათას 600 ტონით.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები