08:21
5 აპრილი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 20%-ით გაიზარდა
17-02-2020

იანავრში, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 29 მილიონი დოლარით გაიზარდა და 193 მილიონ დოლარს მიაღწია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადერებით, თითქმის 20%-ია.  2020  წელი  ტურიზმის სექტორისთვის, საერთაშორისო მოგზაურთა მკვეთრი ზრდით დაიწყო. კერძოდ, იანვარში, ქვეყანაში  633 200 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვრთან შედარებით  19, 8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ  523 689 შეადგინა, რაც 19,8%-ით მეტია 2019 წლის ანალგიური პერიოდის მაჩვენებელზე.  რაც შეეხება უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდეონას,  364 ათასს მიაღწია, რაც 18,9%-ით მეტია გასული წლის იანვართან შედარებით.  

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები