2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 194 ლარი და 80 თეთრი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 18 ლარითა და 40 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის იანვარში ეს მონაცემი 178 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარში დეკემბერთან შედარებით 3 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 330 ლარი და 40 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 30 ლარითა და 90 თეთრით არის გაზრდილი.