09:46
9 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარში რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 28-ჯერ გაიზარდა
26-02-2020

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. 2020 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანამ დაახლოებით 32 მლნ კვტ.სთ-ით მეტი ელექტროენერგია იყიდა. ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა, ბოლო 6 წლის განმავლობაში მისი გამომუშავების ზრდას აჭარბებს. ეს კი თავისთავად განაპირობებს იმას,რომ იზრდება ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე.   საქართველო ელექტროენერგიას ძირითადად აზერბაიჯანიდან  და რუსეთიდან ყიდულობს. 2020 წლის იანვარში საქართველოში  214.260 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2019 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 181.6 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენდა.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, აქ ზრდამ 2 700%-ს გადააჭარბა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 136.806 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, მაშინ, როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 4.852 მლნ კვტ.სთ იყო.  ხოლო აზერბაიჯანიდან  2019 წლის იანვარში - 176.821 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.  2020 წლის იანვარში კი - 77.455 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

AutoPlay
თურქეთმა ლიმონის ექსპორტი შეზღუდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
WSJ: Amazon-ი გაზრდილი შეკვეთების გამო საწყობებში დამატებით 100 000 ადამიანს ასაქმებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ტრამპის მუქარის შემდეგ, ინდოეთი მთელ რიგ პრეპარატებზე, მათ შორის პლაქვენილის ექსპორტზე აკრძალვას მოხსნის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 38 მლნ დოლარით შემცირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
TOP-10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები