2018 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 31.1%-ით ანუ 26 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარით გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110 მილიონი დოლარი ანუ 280 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა.
გასულ თვეში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი - 30 მილიონ 900 ათასი დოლარის სახით რუსეთიდან შემოვიდა, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 13 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შემოვიდა; ხოლო მესამე ადგილზე საბერძნეთია, საიდანაც შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა იანვარში 12 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15 მილიონი დოლარი ანუ 38 მილიონ 200 ათასი ლარი გადაიგზავნა.