მიმდინარე წლის იანვარში ფეროშენადნობების ექსპორტმა 23.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 6-ჯერ მეტია 2016 წლის იანვრის მონაცემზე. ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წელს ექსპორტის მოცულობამ ჯამში 169 მილიონი დოლარი შეადგინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 195 მილიონამდე იყო, 2010-2014 წლებში კი, 230-285 მილიონ დოლარს აღწევდა.