საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებაც და მოხმარებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ელექტროენერგიის მოხმარებამ 72 მილიონ 215 ათასი კილოვატ/საათით მოიმატა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში ქვეყანამ მილიარდ 97 მილიონ 590 ათასი კილოვატ/საათი მოიხმარა, 2018 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი - მილიარდ 169 მილიონ 807 ათასი კილოვატ/საათი იყო.
იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 მილიონ კილოვატ/საათზე მეტით გაიზარდა იმპორტიც. კერძოდ, 2017 წლის იანვარში ქვეყანამ 179 მილიონ 41 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგია, 2018 წლის იანვარში კი 202 მილიონ 136 ათასი კილოვატ/საათი იყიდა. რაც შეეხება წარმოებას, ესკოს მონაცემებით გასულ თვეში საქართველოში მილიარდ 14 მილიონ 203 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგიის წარმოება მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 58 მილიონ 700 ათასი კილოვატ/საათით მეტია.