2017 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოპდში 45 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და 177 მილიონი დოლარი, შეადგინა, ხოლო 15%-ით 474 მილიონ დოლარამდე გაიზარდა იმპორტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 298 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.