ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა გასულ თვეებში 70 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარ-თებერვალში კი ეს მონაცემი 63 მილიონი დოლარი იყო.აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში, ნავთობპროდუქტების წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 6.6% იყო; გასული წლის იანვარ-თებერვალში კი მთელი იმპორტის 6.8%.