2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 739 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 505 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი მილიარდ 234 მილიონ 800 ათას დოლარს შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729 მილიონ 800 ათასი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.