2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 124 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 2 მილიარდ 448 მილიონ 100 ათასი დოლარი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 56 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 53 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო.