21:18
23 იანვარი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა, ხოლო გათხევადებული აირების - გაიზარდა
30-11-2020

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 15 ათას 450 ტონა შეადგინა, რაც 970 ტონით ანუ 5,9%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

საანგარიშო პერიოდში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 4 ათას 660 ტონა, განხორციელდა თურქეთიდან, რაც მთელი იმპორტის 30,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი, გერმანია, ირანი და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 33 ათას 600 ტონა, რაც 2 ათას 200 ტონით ანუ 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, იმპორტის 94% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები