მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 ათასი ტონით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 33 მილიონ 200 ათასი ტონა შეადგინა. მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში 33 მილიონ 400 ათასი იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 9 მილიონ 600 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 334 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში კი ეს ციფრი 324 მილიონ 400 ათასი იყო.
2018 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 13 მილიონ 500 ათასი ტონიდან 12 მილიონ 400 ათას ტონამდე შემცირდა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 50 ათას 258 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 370 ათას 128 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 319 ათას 870 კონტეინერი გადამუშავდა.