სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 305 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია.„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტი 2 მილიარდ 751 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი 7 მილიარდ 555 მილიონი დოლარი იყო. ამასთან, 2018 წლის 10 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 მილიარდ 804 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა.