11:06
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-ოქტომბერში პირველად საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 8 მილიონს გადააჭარბა
12-11-2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 მილიონ 20 ათას 230 შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით მეტია.

საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 მილიონ 647 ათას 866, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ - 4 მილიონ 429 ათას 601 შეადგინა.

მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ მილიონ 324 ათას 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 ათას 533 შეადგინა, ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2 მილიარდ 800 მილიონ დოლარს, რაც 25 მილიონით ანუ 0,9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

AutoPlay
ევროჯგუფის ხელმძღვანელმა მის მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენა დაასახელა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ამერიკული კომპანიების ნაწილი საწარმოებს ჩინეთიდან ვიეტნამში გადაიტანენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
Bloomberg: აშშ-ის ხელისუფლება საფრანგეთიდან 700 მილიონის საქონელს დაბეგრავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სპორტდარბაზის ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლამდე სავალდებულო იქნება ხელის დაბანა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ივნისში ლარი 8.7%-ით გაუფასურდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მთავრობა Myway Airlines-ს და Wizz Air-ს სპეცრეისების შესრულებაში მაქსიმუმ 261 000 ევროს გადაუხდის
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები