2018 წლის იანვარ- ნოემბერში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, 794 მილიონ 416 ათას 700 ამერიკული დოლარის ნავთობპროდუქტების იპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი - 617 მილიონ 769 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 176 მილიონ 647 ათას 700 დოლარით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთზე - 400 ლარიდან 800 ლარამდე. გაიზარდა ასევე 1000 კუბური მეტრი გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.