მიმდინარე წლის 11 თვეში, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იყო 3 მილიონ 816 ათას 538 მგზავრი, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 44.48%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, მგზავრთნაკადი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია. რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 ათას 881 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის პირველი 11 თვის მონაცემებთან შედარებით 72.80%-ით მეტია. ამბროლაურის აეროპორტმა კი წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობა 1687-ს შეადგენს. ამასთან, გაზრდილია რეისების რაოდენობაც, კერძოდ, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი განხორციელდა.