17:58
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა
13-12-2019

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 504 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 11.7 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდ 381 მილიონ 400  ათასი დოლარი შეადგინა; ხოლო იმპორტი 8 მილიარდ 122 მილიონ 600 ათასი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 მილიარდ 741 მილიონ 200 ათასი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები