იანვარ-მარტში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით შრომის ანაზღაურებაზე 15 მილიონ 600 ათასი ლარით ნაკლები დაიხარჯა. სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, 7 მილიონ 900 ლარით ნაკლები დაიხარჯა პირველ კვარტალში საქონელსა და მომსახურებაზეც. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ხარჯების შემცირება განხორციელებული ოპტიმიზაციისა და ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის შედეგია.
ზოგადად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა I კვარტალში 2 მილიარდ 630 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 21%-ს შეადგენს. საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებისა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა 2016 წლის 9 დეკემბერს გაჟღერდა.